იტალიური გამოცემა - თასის ნახევარფინალში „კრემონეზეს“ შემადგენლობაში საუკეთესო ლოჩოშვილი იყო #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - თასის ნახევარფინალში „კრემონეზეს“ შემადგენლობაში საუკეთესო ლოჩოშვილი იყო #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი საუკეთესო იყო „კრემონეზეს“ შემადგენლობაში იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში „ფიორენტინასთან“, – ასეთია გამოცემა cuoregrigiorosso-ს შეფასება.

საშინაო არენაზე დამარცხების (0:2) შემდეგ „კრემონეზემ“ გასვლითი მატჩი ფლორენციაში 0:0 დაასრულა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, გუნდის თამაში დადებითად შეფასდა.

„კრემონეზეს“ რიგებში cuoregrigiorosso-მ ყველაზე მაღალი შეფასება, 7 ქულა ცენტრალურ მცველებს – ლუკა ლოჩოშვილსა და ალექს ფერარის დაუწერა.

„პირველივე წუთებიდან ლუკამ უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო კაბრალთან („ფიორენტინას“ თავდამსხმელი). თავს იცავდა მობილურად, აგრესიულად და მეტოქეს არაფერი დაუთმო. პირველ ტაიმში „ფიორენტინას“ შემტევს გატანა შეეძლო, მაგრამ „კრემონეზეს“ საფრთხე ლოჩოშვილმა აარიდა. შესვენების შემდეგაც არაერთი დუელიდან გამოვიდა გამარჯვებული. სტუმრებს შანსი შეხვედრის ბოლომდე ჰქონდათ“, – წერს იტალიური გამოცემა.