იტალიური გამოცემა - შესაძლოა, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას შემცვლელად იაპონელი მიტომა დაიმატოს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - შესაძლოა, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას შემცვლელად იაპონელი მიტომა დაიმატოს #1TVSPORT

იტალიური გამოცემა Napolicalciolive ამტკიცებს, რომ შესაძლოა, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იაპონიის ნაკრებისა და „ბრაიტონის“ ფლანგის შემტევი კაორუ მიტომა დაიმატოს, რომელიც ქართველის არყოფნაში გუნდს დაეხმარება.

ის ინგლისში თამაშობს და „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ახალი სახელია და შესაძლოა, კვარაცხელიას შემცვლელი გახდეს.

„ზამთრის სატრანსფერო ბაზარი დასასრულს უახლოვდება და კლუბები ცდილობენ, მოთამაშეები დაიმატონ. „ნაპოლიც“ მომავლისკენ იყურება. სპორტული დირექტორი ჯუნტოლი უკვე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გახადოს გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი მომავალ წელს. მაგალითად, ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც სპალეტის მოერგება, შეიძლება იყოს „ბრაიტონის“ შემტევი კაორუ მიტომა, რომელიც დე ზერბის გუნდში კარგად თამაშობს.

კავორუ მიტომა, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, „ნაპოლისთვის“ და სპალეტის „მშვილდში“ დამატებითი „ისარი“ გახდეს. იაპონელი ფეხბურთელი „ბრაიტონს“ ეკუთვნის და პრემიერლიგაში ძალიან კარგ პირველ სეზონს ატარებს. დე ზერბის გუნდმა მიტომა 2021 წელს იყიდა იაპონური „კავასაკიდან“ და შემდეგ იჯარით გადავიდა „როიალ უნიონში“, სადაც ძალიან გაიზარდა და პრემიერლიგაში დაბრუნებულმა თავი მაშინვე გამოიჩინა. ბოლო პერიოდში მიტომა შეუჩერებელია – 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა, „ლივერპული“ კი ინგლისის თასიდან 92-ე წუთზე მშვენიერი გოლით გამოაგდო. მიტომამ შთაბეჭდილება მსოფლიო ჩემპიონატზეც მოახდინა – იაპონიამ ესპანეთთან მისი საგოლე გადაცემით მოიგო 2:1.

შემთხვევითი არ არის, რომ მისი დამატება „არსენალს“ სურს. თუმცა, „ნაპოლიც“ ასევე საინტერესო შეიძლება იყოს იაპონელისთვის. იაპონელი ფეხბურთელი სპალეტისთვისაც სასურველი იქნებოდა. მიტომა მარცხენა ფლანგზე თამაშობს და, კვარაცხელიას მსგავსად, აქვს შესანიშნავი სიჩქარე და შესანიშნავი დრიბლინგი, რაც მას ძალიან საშიშს ხდის. მისი მოსვლით სპალეტის ქართველის შესანიშნავი შემცვლელი ეყოლება – შესაძლოა, თამაშის დროს შეუშვას, ან მაშინ, როდესაც ქართველს დასვენება დასჭირდება – კვარაცხელაისნაირ ადამიანებს დროდადრო დასვენება სჭირდებათ.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნაპოლი გადაწყვეტს მიტომას დამატებას, მაშინ საჭიროა იმის გაგება, თუ როგორი იქნება კვარაცხელიას ამჟამინდელი შემცვლელის, ელმასის მომავალი. ჩრდილომაკედონელს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ სურს და სპალეტიმ ტაქტიკური გამოსავალი მასაც უნდა მოუძებნოს. გამოსავალი შეიძლება იყოს ელმასის მარჯვნივ გაყვანა, მით უმეტეს, თუ ლოზანო „ნაპოლის“ წლის ბოლოს დატოვებს.

თუმცა, სხვა გამოსავალი შეიძლება აღმოჩნდეს ელმასის დაყენება საყრდენ ნახევარდაცვაში ნდომბელეს ნაცვლად, რომელიც, შესაძლოა, სეზონის ბოლოს იტალიელებმა ვერ გამოისყიდონ. ამ მომენტისთვის ეს ყველაფერი ჰიპოთეზაა, მაგრამ გასაკვირი არ იქნება, რომ ჯუნტოლიმ რამდენიმე თვეში მიტომა „ნაპოლიში“ მიიყვანოს“, – წერს იტალიური გამოცემა.