იტალიური გამოცემა - საქართველოში ტალანტები იბადებიან, სელექციონერებმა მიქაუტაძე და დავითაშვილიც ჩაინიშნეს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - საქართველოში ტალანტები იბადებიან, სელექციონერებმა მიქაუტაძე და დავითაშვილიც ჩაინიშნეს #1TVSPORT

იტალიური გამოცემა areanapoli საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების შეხვედრას გამოეხმაურა და „ჯვაროსნებში“ კიდევ ორი ტალანტი გამოარჩია – გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი.

საქართველოში ტალანტები იბადებიან – კვარაცხელიას გარდა, კიდევ ორი ​​სიურპრიზია, სკაუტებს სამუშაო აქვთ

„საქართველოს სახელი საფეხბურთო სამყაროში ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. ამ ქვეყნიდან ევროპის ლიგებში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს.

გასაოცარია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეიძლება იყოს ასეთი ტალანტების კერა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს დიდი წინსვლაა. თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ საქართველოს ლიგის ორი მთავარი დასაყრდენი გუნდია, სწორედ აქ დაიწყეს კარიერა ქართველების საუკეთესო ფეხბურთელებმა. ახლაც ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა და ნაკრებს, რომელსაც ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს, ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი აქვს.

როგორ არ ავღნიშნოთ ხვიჩა კვარაცხელია. „ნაპოლიზე“ მან არაჩვეულებრივი გავლენა მოახდინა და საქართველოს ნაკრებშიც ლიდერია. სანაკრებო შესვენებაზე „ჯვაროსნებმა“ მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში ითამაშეს, შემდეგ კი ნორვეგიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრა ჩაატარეს. კვარას გარდა, კიდევ ორმა მოთამაშემ გაგვაოცა – გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა.

2000 წელს დაბადებულმა მიქაუტაძემ ნორვეგიასთან გოლი გაიტანა, დავითაშვილი კი თავისი დრიბლინგებით აწუხებდა მეტოქეს. სხვათა შორის, ისიც ახალგაზრდაა – 2001 წელს დაიბადა. ორივე საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს.

მიქაუტაძე „მეცშია“ და ბომბარდირთა სიას 14 გოლით ლიდერობს. დავითაშვილი კი თავისი ტექნიკური თვისებებით „ბორდოს“ ლიგა 1-ში დაბრუნებაში ეხმარება. სელექციონერებმა სწორედ მათი გვარები ჩაინიშნეს და, შესაძლოა, მათი გზაც „ნაპოლისკენ“ წავიდეს“, – წერს გამოცემა.