იტალიური გამოცემა საბა საზონოვზე წერს – ქართველი მცველის ტრავმის სიმძიმე მალე გაირკვევა #1TVSPORT

15:19, 03.10.2023
TURIN, ITALY - OCTOBER 2: Saba Sazonov of Torino Fc controls the ball during the Serie A TIM match between Torino FC and Hellas Verona FC at Stadio Olimpico di Torino on October 2, 2023 in Turin, Italy. (Photo by sportinfoto/DeFodi Images via Getty Images)

საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა „ტორინოს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში პირველად დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, თუმცა „ვერონასთან“ შეხვედრის 27-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ი წერს, რომ საზონოვის დაზიანების სიმძიმე მალე გახდება ცნობილი.

„საბა საზონოვის თავს ცუდი ამბავია. ბონჯორნოსა და ჯიჯის შემდეგ „ტორინოს“ ქართველიც გამოაკლდა. „ვერონასთან“ მატჩის პირველი ტაიმის მე-20 წუთზე მას ტერფის პრობლემა შეექმნა. შვიდი წუთის შემდეგ ტკივილისგან მინდორზე დაწვა და შეცვლა მოითხოვა. მალე გაირკვევა, რამდენად მძიმეა საბას ტრავმა და როდის დაბრუნდება ის.

„ტორინოს“ პრეზიდენტმა, ურბანო კაირმა „ვერონასთან“ შინ ფრედ (0:0) დასრულებული თამაშის შემდეგ „ჯვაროსნების“ ფეხბურთელზე ისაუბრა: „საზონოვი მომეწონა როგორც დღეს, ასევე რომში, „ლაციოსთან“ შეხვედრისას. იმედია, ის მალე დაგვიბრუნდება“.

მსგავსი