იტალიური გამოცემა - „ნაპოლის“ მწვრთნელს ძალიან ახარებს, რომ კვარაცხელია ფორმაში შედის #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „ნაპოლის“ მწვრთნელს ძალიან ახარებს, რომ კვარაცხელია ფორმაში შედის #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ფორმაში შედის, რაც „ვილიარეალთან“ შეხვედრამ აჩვენა. „ნაპოლის“ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ეს ძალიან ახარებს, – წერს Il Mattino.

კვარაცხელიაზე კარგი ამბავია – სპალეტი იღიმება

„ნაპოლის“ მწვრთნელს მხოლოდ იმის ფონზე შეუძლია გაიხაროს, რაც მისმა გარემარბმა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ აჩვენა. „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვილიარეალთან“ ამხანაგური მატჩი წააგო, მაგრამ ლუჩანო სპალეტისისა და „აძურის“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი მოხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი სანახაობრივი თამაში ჩაატარა.

ეს „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი დაბრუნებაა. გუნდის საკვანძო ფიგურა შეტევის ფაზაში ფლობს უნარს, დრიბლინგით აჯობოს მცველს და შემდეგ შექმნას განსხვავება ღირებული პასით ან კარში სახიფათო დარტყმით. კვარა წელის ტკივილის გამო იძულებული გახდა, გამოეტოვებინა ლიგის ბოლო სამი თამაში „ატალანტასთან“, „ემპოლისა“ და „უდინეზესთან“ და ვარჯიში მხოლოდ შეკრებაზე განაახლა. ის დღითი დღე აუმჯობესებდა ფიზიკური მომზადების დონეს თურქეთის საწვრთნელ შეკრებაზე.

კვარაცხელია სეზონის პირველ სამ თვეში „ნაპოლის“ ყველაზე ეფექტური შემტევი იყო. ქართველმა თავდამსხმელმა ბევრი გოლიც გაიტანა და არაჩვეულებრივი შესრულებით დიდი რაოდენობით მომენტსაც ქმნიდა“, – წერს გაზეთი Il Mattino.