იტალიური გამოცემა - მამარდაშვილის ტრანსფერი ძვირი დაჯდება, „იუვენტუსი“ მის ნაცვლად ვიკარიოს დამატებას ეცდება #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - მამარდაშვილის ტრანსფერი ძვირი დაჯდება, „იუვენტუსი“ მის ნაცვლად ვიკარიოს დამატებას ეცდება #1TVSPORT

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსს“ გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი სატრანსფერო ფასის გამო გაუნელდა. ტურინელებიემპოლიდანგუგიელმო ვიკარიოს დამატებას შეეცდებიან.

„ტურინის „იუვენტუსი“ მეკარეს ეძებს. მათ გიორგი მამარდაშვილისა („ვალენსია“) და მარკო კარნესეკის („კრემონეზე“) პროგრესი შეაფასეს, მაგრამ ახლა ტურინული კლუბის სპორტულ ხელმძღვანელობას სურს, ყურადღება 26 წლის გუგიელმო ვიკარიოზე გაამახვილოს, რომელიც ამჟამად „ემპოლიში“ თამაშობს.

ევროპულ კლუბებს გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი „ვალენსიაში“ სტაბილურად თამაშის შემდეგ გაუჩნდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ქართველმა მეკარემ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა, ხელშეკრულებაში კი მის გამოსასყიდი თანხად 100 მილიონი ევროა მითითებული.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 14 თამაშში 15 გოლი გაუშვა. Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, ქართველი მეკარის საბაზრო ღირებულება იზრდება და ის ამჟამად 25 მილიონი ევროა“, – წერს იტალიური გამოცემა.