იტალიური გამოცემა - ლოჩოშვილს „მილანთან“ ოთხი იტალიური კლუბი დააკვირდება #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - ლოჩოშვილს „მილანთან“ ოთხი იტალიური კლუბი დააკვირდება #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილს დღეს იტალიური გუნდები დააკვირდებიან – ამ სენსაციურ ინფორმაციას იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb ავრცელებს.

„დღეს „ვოლფსბერგერი“იტალიის სერია A-ს კლუბს, „მილანს“ შეხვდება, სადაც ლუკა ლოჩოშვილი ითამაშებს. დღეს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი „მილანსა“ და „ვოლფსბერგერს“ შორის რამდენიმე იტალიური კლუბისთვის კარგი შესაძლებლობაა, რადგან ავსტრიული კლუბის ქართველი ცენტრალური მცველი იტალიური კლუბების მხედველობის არეში მოექცა“, – ამტკიცებს TuttoMercatoWeb.

გამოცემის ცნობით, ეს დაკვირვება დიდი ხანია მიმდინარეობს და დაინტერესებულ კლუბებს ასახელებს.

„ჩვენმა ჟურნალისტებმა ინფორმაციები შეკრიბეს 1998 წელს დაბადებული ფეხბურთელის შესახებ. რეალურად ის სერია A-ს ოთხი კლუბის სამიზნეა. ეს კლუბებია „ჰელას ვერონა“, „სამპდორია“, „ტორინო“ და „უდინეზე“. მათი წარმომადგენლები ლოჩოშვილს უშუალოდ თამაშზე ნახავენ“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.

„მილანი“ წინასასეზონო მზადებას გადის და ამ მიზნით ავსტრიაში იმყოფება. „როსონერი“ ამხანაგურ მატჩს „ვოლფსბერგერთან“ დღეს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.