იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე - ხვიჩას ამ პასმა, შესაძლოა, „აიაქსის“ წინააღმდეგ გატანილი ყველა გოლი გადაფარა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე - ხვიჩას ამ პასმა, შესაძლოა, „აიაქსის“ წინააღმდეგ გატანილი ყველა გოლი გადაფარა #1TVSPORT

იტალიური გამოცემა „ილ მატინო“ საინტერესოდ ახასიათებს ხვიჩა კვარაცხელიას. წერილი „კრემონეზესთან“ მატჩის შემდეგ დაიწერა და ხვიჩას სათამაშო თვისებებს საინტერესოდ შიფრავს.

„ნაპოლი“, როდესაც კვარაცხელია თავს მოდუნებულად აჩვენებს – ის საჭირო დროს გამოჩნდება

არისტოკრატულია, მაგრამ გეჩვენება, რომ მოდუნებულია. იმდენად თვალსაჩინოა, რომ მისი მდევრების ჯგუფი თამაშის დროს შეცვალეს. იძულებული გახდა კარისკენ ახალი სლალომი გამოეგონა, რათა მთავარ გმირად დაბრუნებულიყო: კვარაცხელია თითქოს ცუდად გამოიყურებოდა.

კრემონეზეს“ მცველები მას ხშირად აჩერებდნენ, ყოველთვის ვერ ახერხებდა ქარივით ქროლვას, მაგრამ ის მაინც ჩანდა. როდესაც კვარა თითქოს დაკარგული იყო და მცველები ფიქრობდნენ, რომ სივრცეები და სათამაშო შესაძლებლობები დაუკეტეს, ის მარცხნიდან მარჯვნივ გადავიდა და კრემონელებს დაავიწყდათ.

მაგრამ საჯარიმოში შევარდა ლოჩოშვილსა და ბიანჩეტის შორის, რომელმაც წააქცია და პენალტი – შესაძლებლობის მინიმალური ძალისხმევით მაქსიმუმს მიაღწია. კვარა თითქოს ზოგჯერ დაკარგული და ხანდახან მოუხერხებელი იყო. პენალტის შემდეგ, სცენარის მიხედვით, დაუბრუნდა ბუნდოვან ტაქტიკას და თავის ადგილს.

მაშინ, როცა „კრემონეზემ“ ანგარიში გაათანაბრა, მარიო რუის პასით ჯოვანი სიმეონემ კრემონელების იმედები დამარხა. დანარჩენი უკვე კვარას საქმე იყო, რომელიც აფეთქებისთვის მზად იყო და ალვინის დაცვის ხაზი დაანგრია, საჯარიმოში ფართო ნაბიჯებით შევარდა და საცოდავ ირვინგ ლოზანოს, რომელსაც გოლის უზარმაზარი სურვილი ჰქონდა, ხვიჩას გადაცემის შემდეგ მხოლოდ გატანა დარჩენოდა. კარის წინ ბურთი ისე იდეალურად მიაწოდა, როგორც ბავშვს – ეს იყო დიდი კეთილშობილების აქტი, შეეძლო გატანა და დრიბლინგის გაგრძელება, მაგრამ სურდა მექსიკელს გაეტანა და შესაძლოა, „აიაქსის“ წინააღმდეგ ყველა გოლი გადაფარა.

ოლივერამ მეოთხე გოლის გატანაც მოახერხა. კვარა იღიმებოდა და სხვაობას ქმნიდა მაშინაც კი, როდესაც წარუმატებელი მცდელობები ჰქონდა და გახდა გმირი, რადგან მნიშვნელოვანი ორი გოლი შექმნა, გადამწყვეტი პენალტით და შემდეგ საგოლე პასით.

თითქოს, ამბობდა – აქ ვარ და როცა მინდა, ვთამაშობ, მაგრამ ახლა თავად გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედო. სპალეტი გაუბრაზდა ამ ალტერნატიულ დინებაზე, თამაშიდან ამ „გასვლებზე“, მაგრამ მერე ამაში მაინც თავისი ფეხბურთი ამოიცნო. კვარამ მერე დაამტკიცა, როცა დასჭირდება, დრიბლინგით სიხარულს მიიღებს და იმ მცველებს გაექცევა, რომლებიც ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ბურთს ართმევენ.

შესაძლოა, დაიჩრდილოს, მაგრამ როდესაც ჩრდილიდან გამოდის, კარისკენ მიდის ან მისკენ მისასვლელ გზას სხვებს უხსნის. სწორედ ამ დროს ჩანს მისი კლასი“, – წერს იტალიური გამოცემა „ილ მატიმო“.