იტალიური გამოცემა - კვარაცხელიას აგენტი იტალიაშია და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - კვარაცხელიას აგენტი იტალიაშია და „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს #1TVSPORT

ტუტომერკატომ“ დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა – იტალიური გამოცემის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა იტალიაში შენიშნეს, სადაც „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს.

გამოცემის ცნობით, „ნაპოლი“ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელის გადაყვანით დაინტერესდა. დღეს იყო შეხვედრა ფეხბურთელის გარემოცვასთან კასტელ ვოლტუროში. დეტალები ასეთია – როგორც ჩანს, „ნაპოლის“ აქვს უპირატესობა ამ მოთამაშის დამატებაში, რაც მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება.

ტუტომერკატოს“ ინფორმაციით, დღეს ყაზანის „რუბინის“ 2001 წელს დაბადებული ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასთან შეხვედრა გაიმართა.

„ფეხბურთელის აგენტები კასტელ ვოლტურნოში შენიშნეს. როგორც ჩანს, „ნაპოლის“ აქვს უპირატესობა მოთამაშის თაობაზე მოლაპარაკებაში. ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება – ამ დროისთვის სერია A-დან კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ვითარებას ასევე „რომა“ და „იუვენტუსი“ აკვირდებიან. მაგრამ „ნაპოლი“ ცდილობს ყველას აჯობოს“, – წერს „ტუტომერკატო“.

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე უკვე იმდენი ინფორმაცია გავრცელდა, უკვე რთულია იმის დაჯერება, რომელია მართალი და რომელი – ტყუილი. თუმცა, ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთს დატოვეს.

ამის შესახებ წერს „არეანაპოლიც“.

„ახლა „ნაპოლი“ უკვე ცდილობს ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერებას. უკვე ცნობილია მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის სატრანსფერო სია, რომელსაც სრულად ენდობა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. მიზანია ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის ჯგუფში ადგილის უზრუნველყოფა… კვარაცხელიათი ასევე დაინტერესებულები არიან „რომა“ და „იუვენტუსი“. მაგრამ „ნაპოლი“ და მისი სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი ყოველთვის ძალიან აქტიურები და ყურადღებიანები არიან ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მიმართ, გუნდი ცდილობს ყველა ძლიერი კონკურენტი ჩამოიშოროს. თუ ისინი ფეხბურთელს დაიმატებენ, გაძლიერდებიან“.