იტალიური გამოცემა - კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიტანა, ის უკვე ათბობს ჩვენს გულებს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიტანა, ის უკვე ათბობს ჩვენს გულებს #1TVSPORT

იტალიური მედია ოპერატიულად გამოეხმაურა ერთა ლიგაზე ხცვიჩა კვარაცხელიას მორიგ შესანიშნავ თამაშს. გამოცემა ilnapolista ქართული ფეხბურთის ამოამავალი ვარსკვლავის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ამავე დროს გამოცემა მიანიშნებს, რომ ჩვენმა ნაკრებმა დაამარცხა ის გუნდი, რომელმაც იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გზა გადაუღობა.

„კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი. მისმა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა (არა იტალიამ)

„ნაპოლის“ ახალი შენაძენის კიდევ ერთი გოლი – თან, რა გოლი! მან მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. „ნაპოლის“ ახალი შენაძენი კვლავ მთავარი გმირია. მან თავისი ნაკრები, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველომ სტუმრად 3:0 დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც ჩვენი ეროვნული ნაკრები სახლში 0:1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა. კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან საჯარიმო მოედნის გარეთ მიიღო ბურთი და განსაცვიფრებელი დარტყმით და ანგარიში 2-0 გახადა.

ნეაპოლში უკვე მოუთმენლად ველით ამ ფეხბურთელის, კავკასიელ ჯიჯი მერონის (იტალიის ნაკრებსი ყოფილი მოთამაშე), რომელიც პირდაპირ ეთერში უკვე გულებს გვითბობს.

საქართველო ერთა ლიგის C სერიის მე-4 ჯგუფში (ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ბულგარეთთან და გიბრალტართან) სამი თამაშის შემდეგ ქულების რაოდენობით პირველ ადგილზეა“, – წერს გამოცემა.