იტალიური გამოცემა - კვარაცხელია ტრავმირებულია და „ინტერთან“, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - კვარაცხელია ტრავმირებულია და „ინტერთან“, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ვარჯიშზე დაშავდა და „ინტერთან“ მომავალ მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებს, – ინფორმაციას გამოცემა corriere dello sport-ი ავრცელებს.

„„ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას „ინტერთან“ კვირას დაგეგმილ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და, დიდი ალბათობით, მატჩს გამოტოვებს. გუშინდელ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ, დღეს „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამ დროისთვის მისი თამაში კვირას „ინტერის“ წინააღმდეგ საეჭვოა.

თუმცა კარგი ამბავია მარიო რუის თავს, რომელიც სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ახლა ველოდებით სიახლეებს კვარაცხელიას შესახებ“, – წერს იტალიური გამოცემა.