იტალიური გამოცემა - კვარაცხელია კვლავ საქართველოშია, მაგრამ ვარჯიშს „ნაპოლისთან“ ერთად განაახლებს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - კვარაცხელია კვლავ საქართველოშია, მაგრამ ვარჯიშს „ნაპოლისთან“ ერთად განაახლებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ისევ საქართველოშია, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნეაპოლელებს შეკრების განახლებისას დაუბრუნდება, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.

„როგორ და სად არის ხვიჩა კვარაცხელია? Corriere del Mezzogiorno-სთვის ცნობილი გახდა, ჩემპიონატის განახლებისთვის რა ვითარებაა „ნაპოლის“ თავდამსხმელის თავს.

კვარა თბილისშია, შესვენებას სახლში ატარებს და ასევე აგრძელებს ექიმ ლუმბაგოს პროგრამით რეაბილიტაციას, მაგრამ მზად იქნება მომავალი ორშაბათისთვის, როდესაც „ნაპოლი“ ვარჯიშს განაახლებს.

სამშობლოში მას დიდი ენთუზიაზმით ეგებებიან. ის ქუჩაში შეხვდა ბავშვებს, რომლებსაც ავტოგრაფები დაუტოვა მაისურებსა და ბურთებზე — ასეთია კვარაცხელია, „ნაპოლის“ სახე, რომელსაც მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება“, – წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ აღმოჩენა გახდა — საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

21 წლის ქართველი შემტევი აგვისტოში იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა და იტალიის პროფესიონალ მოთამაშეთა გაერთიანებამ აღიარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.