იტალიური გამოცემა - კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად მოემზადება #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და თურქეთში „ნაპოლისთან“ ერთად მოემზადება #1TVSPORT

Sky Sport Italia „ნაპოლის“ ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ სტატუსს ავრცელებს — სასიხარულო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება, რომელიც დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად თურქეთში საწვრთნელ ბანაკში გაემგზავრება.

ტრავმა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ლიდერს სერია A-ს ბოლო სამ თამაშში მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა, უკან დარჩა. ხვიჩა ოთხშაბათს კასტელ-ვოლტურნოში იქნება და შემდეგ გუნდთან ერთად გაფრინდება.

„ნაპოლის“ მოსამზადებელი ეტაპის გეგმები ჯერ საბოლოოდ არ დაზუსტებულა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არდადეგები დასრულდა და „ნაპოლი“ ვარჯიშს ოთხშაბათს დაუბრუნდება.

გუნდი კასტელ-ვოლტურნოში სპორტულ ცენტრში ტესტირებას გაივლის და ხუთშაბათს გაემგზავრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც 12 დეკემბრამდე შეკრებას ჩაატარებს და ინგლისურ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს.