იტალიური გამოცემა - „კრემონეზეს“ ლოჩოშვილის დამატება სურს, „ვოლფსბერგერი“ ორ მილიონს ითხოვს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „კრემონეზეს“ ლოჩოშვილის დამატება სურს, „ვოლფსბერგერი“ ორ მილიონს ითხოვს #1TVSPORT

„კრემონეზეს“ დაცვის გასაძლიერებლად ლუკა ლოჩოშვილის დამატება სურს და „ვოლფსბერგერს“ სატრანსფერო წინადადებით მიმართა, ავსტრიულმა კლუბმა კი ქართველი მცველის საფასურად საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა – ინფორმაციას ქართველი მცველის შესახებ Sport italia ავრცელებს.

„დაცვის გასაძლიერებლად „კრემონეზემ“ „ვოლფსბერგერს“ მიმართა, ეს წინადადება ლუკა ლოჩოშვილს ეხება. იტალიურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის დამატების მიზნით „ვოლფსბერგერს“ მიმართა. ჩვენი ცნობით, მცველს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, „ვოლფსბერგერი“ კი მის ტრანსფერს 2 მილიონ ევროდ აფასებს“, – ამტკიცებს Sport italia.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილისადმი იტალიური გუნდების დაინტრეესებაზე პირველად ინფორმაცია TuttoMercatoWeb-მა გაავრცელა. იტალიური გამოცემის მტკიცებით, 24 წლის ქართველ მცველს „ვოლფსბერგერისა“ და „მილანის“ საკონტროლო შეხვედრისას იტალიის სერია „ა“-ს 4 კლუბი აკვირდებოდა – „ვერონა“, „სამპდორია“, „ტორინო“ და „უდინეზე“.

„კრემონეზე“ ლომბარდიული კლუბია, რომელიც სერია „ა“-ში ითამაშებს – გუნდი იტალიური ფეხბურთის რანგით მეორე დივიზიონიდან, სერია „ბ“-დან მთავარ ლიგაში 2021–22 სეზონის შემდეგ დაწინაურდა.