იტალიური გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს დიდი ინტერესით აკვირდებიან #1TVSPORT
იტალიური გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს დიდი ინტერესით აკვირდებიან #1TVSPORT

იტალიური გამოცემა tuttosport-ი საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ თამაშს გამოეხმაურა და „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.

მეცის“ ქართველი ბომბარდირი კვარაცხელიას კვალდაკვალ

„სერია A-ს სადებიუტო სეზონში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ის ზედმეტი წნეხისა და ზეწოლის გარეშე თამაშობს.

კვარაცხელიას კვალს მიჰყვება საფრანგეთში მოთამაშე მისი თანამემამულე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ლიგა 2-ში 19 გოლითა და 7 საგოლე პასით ბომბარდირთა შორის ლიდერობს – მასზე უკვე ბევრს საუბრობენ. „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლაზე მისი გოლებით ოცნებობს. ბოლო დროს მიქაუტაძის პროგრესი შესამჩნევია – წარმოიდგინეთ, ჩემპიონატის სტარტზე, 14 ტურის შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ამის შემდეგ აღარ გაჩერებულა.

სენტ-პრიესტში“ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, სამირ გუემაზიმ მიქაუტაძე ალექსანდრ ლაკაზეტის (საფრანგეთის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილ თავდამსხმელს, ამჟამად „ლიონის“ მოთამაშე) შეადარა – მის მსგავსად, არცთუ ისე მაღალია (176 სმ), მაგრამ სწრაფია და კარგად ურთიერთობს თანაგუნდელებთან. მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და კლუბის ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.

ბორდოსთან“ დუბლის შემდეგ გოლი ადემოლა ლუკმანის („ატალანტას“ თავდამსხმელი) სტილში აღნიშნა, თითქოს ჭოგრიტიდან იყურებოდა. ეს კი ზუსტად იმ ვითარებას ჰგავს, რაც მასთან დაკავშირებით ხდება – თავდამსხმელს, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობს, ახლა ყველა დიდი ინტერესით აკვირდება“, – წერს „ტუტოსპორტი“.