იტალიური გამოცემა - გარსიას და კვარაცხელიას შორის პრობლემა არ არის, ქართველის ჟესტი ემოციის შედეგი იყო #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - გარსიას და კვარაცხელიას შორის პრობლემა არ არის, ქართველის ჟესტი ემოციის შედეგი იყო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას შორის ურთიერთობა „ჯენოასთან“ ქართველის ემოციური ჟესტის გამო არ გაფუჭებულა და მათ კვლავ კარგი ურთიერთობა აქვთ – ამის შესახებ წერილს Areanapoli აქვეყნებს და ამ დაძაბული მომენტის დეტალებზე წერს.

„კვარა-გარსია: რა მოხდა გასახდელში „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ

„ჯენოა“-„ნაპოლის“ მატჩის დროს რუდი გარსიასა და თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას შორის დაძაბულობის მომენტი გაჩნდა. მატჩის ბოლო წუთებზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ყველა გააოცა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და მოედანზე ზერბინი გამოიყვანა.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ტალანტმა ვერ გაიგო. თავდამსხმელმა მოედნის დატოვების შემდეგ მწვრთნელს გაოცებულმა ჰკითხა: „რას აკეთებ?“ მწვრთნელმა არჩია, თავდამსხმელის რეპლიკაზე რეაგირება იმ ეპიზოდში არ მოეხდინა, მაგრამ მატჩის დასრულებას დაელოდა და ფეხბურთელთან ისაუბრა.

ახლა გარსიას და კვარაცხელიას შორის არანაირი პრობლემა არ არის. მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა თავისი ფეხბურთელის მიმართ და აუხსნა, რომ შეცვლის მიზეზი წარუმატებელი თამაში არ იყო. თავდამსხმელმა თავად ჩაახშო ყოველგვარი საუბრები დაპირისპირებაზე.

ხვიჩას ჟესტი ემოციის და დაძაბულობის შედეგია. ფეხბურთელი დარწმუნებული იყო, რომ „ჯენოასთან“ ბოლო წუთებზეც შეეძლო მატჩის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა და ასეთ დაძაბულ დროს შეცვლას არ დათანხმდა, მაგრამ მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობაა“, – ამტკიცებს Areanapoli.