იტალიური გამოცემა - ბალარდინის მოსვლის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ საკვანძო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - ბალარდინის მოსვლის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ საკვანძო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

სერია A-ში „კრემონეზესა“ და „იუვენტუსის“ მატჩამდე, რომელიც 14 მაისს ტურინში გაიმართება, გამოცემა calciocremonese-მ გუნდში არსებულ ვითარებაზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ საკვანძო მოთამაშედ გადაიქცა.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. „კრემონეზე“ 24 ქულით მე-19 ადგილზეა და სერია A-დან გავარდნის კანდიდატია, მაგრამ „ვერონასა“ (30) და „სპეციას“ (27) გადასწრების შანსი ჯერ ისევ აქვს. ამის გამო „იუვენტუსთან“ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ბალარდინის მოსვლის შემდეგ ვასკესი და ლოჩოშვილი გუნდის საკვანძო მოთამაშეები გახდნენ

„დავიდე ბალარდინის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ „კრემონეზეს“ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც სეზონის პირველ ნაწილში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდნენ, უკეთესად ათამაშდნენ. მწვრთნელმა დაცვის ხაზის გაძლიერება შეძლო, როდესაც ფსონი იოჰან ვასკესსა და ლუკა ლოჩოშვილზე გააკეთა. ისინი კრემონელების შეუცვლელი წევრები გახდნენ. ქართველი წინა მწვრთნელის, მასიმილიანო ალვინის დროსაც ძირითად შემადგენლობის მოთამაშე იყო, სანჩესი კი ბალარდინის აღმოჩენაა – მექსიკელმა მცველმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 14 მატჩი ჩაატარა, ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე მანამდე.

ჩემპიონატში გოლის გატანა ორივემ მოახერხა, ლოჩოშვილმა სტატისტიკა საგოლე პასითაც შეავსო. ახლა მათ „იუვენტუსთან“ რთული გამოწვევა ელით და გუნდს მცველთა დუეტის საუკეთესო თამაში სჭირდება, ტურინიდან დადებითი შედეგით რომ დაბრუნდეს“.