იტალიურ მედიაში - კვარაცხელიას შეცვლით „სალერნიტანას“ დაცვამ ამოისუნთქა #1TVSPORT
იტალიურ მედიაში - კვარაცხელიას შეცვლით „სალერნიტანას“ დაცვამ ამოისუნთქა #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია „სალერნიტანასთან“ მატჩში საკვანძო მომენტში შეცვალა, მას შემდეგ, რაც მისი მეურვე პასკუალე მაცოკი გააფრთხილეს. ნეაპოლელ გულშემატკივრებს ცვლილება არ მოეწონათ – ამის შესახებ La Repubblica წერს.

„კვარაცხელია გარსიამ მოედნიდან 68-ე წუთზე გაიყვანა და „სალერნიტანას“ მცველებმა ამოისუნთქეს. კვარას გასვლის შემდეგ „სალერნიტანას“ მწვრთნელს, ფილიპო ინძაგის, შესაძლოა, ეგონა, რომ მარცხენა ფლანგიდან ნაკლები საფრთხე ემუქრებოდა და მოედნიდან მცველი პასკუალე მაცოკიც გაიყვანა, რომელიც გაფრთხილებული იყო და წითელი ბარათის მიღების საფრთხე ემუქრებოდა. სწორედ აქ გაჩნდა ბზარი „სალერნიტანას“ დაცვაში, „ნაპოლის“ კი შეტევების გაძლიერებაში დაეხმარა და ამან ელმასს მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა“, – წერს იტალიური გამოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ „სალერნიტანასთან“ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა ვერ შეასრულა, მას საკმაოდ მაღალი შეფასებები დაუწერეს: Flashscore-მა – 7,7 ქულა, Whoscored-მა – 7,5 ქულა, ხოლო Sofascore-მა – 7,4.