იტალიურ გამოცემა - კვარაცხელიამ გოლის აღნიშვნისას ​MMA-ის მებრძოლს, ისრაელ ადესანიას მიბაძა #1TSPORT
იტალიურ გამოცემა - კვარაცხელიამ გოლის აღნიშვნისას ​MMA-ის მებრძოლს, ისრაელ ადესანიას მიბაძა #1TSPORT

ვერონასთან“ ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და გოლების აღნიშვნისას მშვილდოსნის იმიტაცია გააკეთა, რამაც თავიდან გაუგებრობა გამოიწვია. გამოცემა Spazionapoli დაინტერესდა და გაარკვია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით MMA-ის მებრძოლს მიბაძა.

„სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 3:1 დაამარცხა, კვარაცხელიამ  კი დუბლი შეასრულა. პირველი გოლის შემდეგ „ვერონას“ მცველმა, დავიდე ფარაონმა, ქართველი ფორვარდი პროვოკაციაში დაადანაშაულა, მაგრამ როგორც გაირკვა, ხვიჩას მიერ გოლის ამგვარ აღნიშვნას სხვა მიზეზი აქვს.

იმიტირებული მშვილდოსნის გამოსახვისას ხვიჩას შთამაგონებელი MMA-ის (ხვიჩას ერთ-ერთი საყვარელი სპორტის სახეობა) მებრძოლია – გამარჯვების ასე აღნიშვნა თავიდან საშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, ნიგერიელმა ისრაელ ადესანიამ დაიწყო“, – წერს იტალიური გამოცემა.

კვარაცხელიამ გოლი ახალ სტილში საქართველოს ნაკრებისა და ტაილანდის შეხვედრაშიც აღნიშნა. გამოცემა Corriere dello sport-ის ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ პირველად გოლის აღნიშვნისას მშვილდოსნის იმიტაცია „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელე კალაიომ გააკეთა.