იტალიის თასზე „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ დამარცხდა - კონტემ კვარაცხელია დაასვენა #1TVSPORT
იტალიის თასზე „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ დამარცხდა - კონტემ კვარაცხელია დაასვენა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის თასის 1/8-ფინალში „ლაციოს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

რომში გამართულ დაპირისპირებაში ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი, დაასვენა.

„ლაციომ“ ამ ვითარებით კარგად ისარგებლა. მართალია, 21-ე წუთზე ძაკანიმ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ რომაელები ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, ტიჯანი ნოსლინმა დააწინაურა.

„ნაპოლიმ“ ჯოვანი სიმეონეს მიერ გატანილი გოლით (36) წონასწორობა აღადგინა, თუმცა, 41-ე წუთზე ნოსლინმა დუბლი შეასრულა  – 2:1. მანვე მეორე ტაიმში მესამე ბურთიც გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ლაციომ“ იტალიის თასის 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.