იტალიის თასის ფორმატს კორონოვირუსის გამო შეცვლიან
იტალიის თასის ფორმატს კორონოვირუსის გამო შეცვლიან

იტალიის თასის წლევანდელმა გათამაშებამ, შესაძლოა, ცვლილება განიცადოს კორონოვირუსის ეპიდემიის გამო.

ორგანიზატორები აპირებენ ტურნირის დასკვნითი ნაწილი „ოთხთა ფინალის“ ფორმატში ჩაატარონ, რადგან თასზე სწორედ ოთხი გუნდია შემორჩენილი – „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მილანი“ და „ნაპოლი“.

მთავარ სირთულედ სახელდება ის, რომ ამ კლუბებს გადატანილი მატჩები აქვთ იტალიის ჩემპიონატში და მათთვის თავისუფალი ფანჯრების გამონახვა რთული იქნება. არსებობს „ოთხთა ფინალის“ ზაფხულში ჩატარების ვარიანტიც.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება 3 აპრილამდე მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

დატოვე კომენტარი