იტალიის თასის ფინალში „ლაციო“ და „ინტერი“ ითამაშებენ #1TVSPORT

11:21, 23.04.2026

იტალიის თასის ნახევარფინალში რომის „ლაციომ“ „ატალანტა“ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

„ატლანტასა“ და „ლაციოს“ შორის პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში „ლაციომ“ მეტოქეს პენალტების სერიაში სძლია – 2:1. თერთმეტმეტრიანებში რომაელთა 21 წლის მეკარემ, ედოარდო მოტამ ხუთი დარტყმიდან ოთხის მოგერიება შეძლო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

რაც შეეხება „ინტერს“, საშინაო მატჩში „კომოსთან“ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა 3:2 გაიმარჯვა.

იტალიის თასის ფინალი 13 მაისს შედგება.

მსგავსი