იტალიის თასი ლაციომ მოიგო
იტალიის თასი ლაციომ მოიგო

იტალიის თასის მფლობელი რომის ლაციო გახდა. რომის სტადიო ოლიმპიკოზე სიმონე ინძაგის გუნდმა 2:0 მოუგო ბერგამოს ატალანტას.

ლაციომ ბოლო 10 წუთში გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა. რომაელებმა 82-ე წუთზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის თავურით გახსნეს ანგარიში, 90-ე წუთზე კი ხოაკინ კორეამ კონტრშეტევა გოლით დაასრულა.
ლაციო მეშვიდედ გახდა იტალიის თასის მფლობელი და გაისად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ატალანტამ, რომელიც სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის რეალური შანსი აქვს, ზედიზედ მესამედ წააგო იტალიის თასის ფინალი.

ბოლოს ბერგამოულმა კლუბმა ქვეყნის თასი 1963 წელს მოიპოვა.