იტალიის სპორტის მინისტრმა სერია A-ს განახლება მაისის ბოლოსკენ ივარაუდა

21:03, 02.04.2020

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ჟურნალისტებთან ქვეყნის სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურნირების, მათ შორის, სერია A-ს განახლება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.

„შედგენილი იქნება გეგმა მაისში სპორტის განახლების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ დროს კორონავირუსის აფეთქება ჩაცხრება და შევძლებთ მომავალზე ფიქრს. მაგრამ იმისთვის, რომ მაისში გავაგრძელოთ, ყველა სპორტულ ორგანიზაციას სჭირდება რესურსები. აი, რატომ გავმართეთ პრეზიდენტების შეკრება და შევიტანეთ წინადადება, მთავრობას როგორ შეუძლია დაეხმაროს სპორტულ სამყაროს კრიზისის დაძლევაში“, – განაცხადა სპადაფორამ.

მსგავსი