იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გახანგრძლივდა
იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოზიმ ესპანეთთან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე შემოწმებების 15 დღით გაგრძელება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც იმიგრაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტს გაესაუბრა.
გადაწყვეტილების საფუძველი სეუტაში არსებული მდგომარეობაა. ამ გადაწყვეტილების შესახებ იტალიის მთავრობამ ევროკომისიასა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებს აცნობა.
ცნობისთვის, პირველი აგვისტოდან იტალიის აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ესპანეთიდან ჩამოსული მგზავრების შერჩევითი შემოწმება მიმდინარეობს.
საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იტალიიდან ჩამოსულ რეისებსა და გემებზე სასაზღვრო კონტროლს შემოიღებს.