იტალიის სერია B-ში ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გელაშვილი განაცხადში არ იყო #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გელაშვილი განაცხადში არ იყო #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სერია B-ში „ბრეშას“ უმასპინძლა და უმნიშვნეოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

უთამაშებელი პერიოდის შემდეგ კრემონელების მწვრთნელი, ჯოვანი სტროპა ენდო და ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება – 6.8 ქულა დაიმსახურა.

ივა გელაშვილმა ტური გამოტოვა, ის „სპეციას“ განაცხადში ვერ მოხვდა – ქართველი მცველის უთამაშებლობა წინასწარ იყო ცნობილი.

სერია B-ში გამართული 22 ტურის შემდეგ „კრემონეზემ“ 41 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ლიდერ „პარმას“ კი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. საპირისპირო ამოცანების გადაწყვეტა მოუწევს „სპეციას“, რომელიც 20 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.