იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი გახდა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი გახდა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების სია.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ნაპოლის“ ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, რომელმაც 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საუკეთესოები სხვა კატეგორიებში:

საუკეთესო მეკარე – მილე სვლარი (რომა);

საუკეთესო მცველი – ალესანდრო ბასტონი (ინტერი);

საუკეთესო ნახევარმცველი – ტიჯანი რეინდერსი (მილანი);

საუკეთესო ფორვარდი – მატეო რეტეგი (ატალანტა);

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U23) – ნიკო პასი (კომო).

პარასკევს, 23 მაისს „ნაპოლიმ“ 2:0 დაამარცხა „კალიარი“ და მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი.