იტალიის სერია A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გახდა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გახდა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი გახდა.

ნოემბერში „იუვენტუსმა“ სერია A-ში ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც სამი მოიგო („ფიორენტინასთან“, „კალიარისთან“, „მონცასთან“) და ერთი ფრედ („ინტერთან“) დაასრულა.

მასიმილიანო ალეგრისთან ერთად „ბებერი სინიორა“ იტალიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ 33 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ ორი ქულით ჩამორჩება.

56 წლის იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარ კარიერაში აღნიშნული ინდივიდუალური ჯილდო მეორედ მოიპოვა. პირველად ის თვის საუკეთესო მწვრთნელი 2022 წლის ნოემბერში გახდა.