იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის მიმოხილვა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის მიმოხილვა (ვიდეო)

სამპდორია-მილანი      1:2

გოლები: 0:1 კესი (45-პენ), 0:2 კასტილიეხო (77), 1:2 ეკდალი (82)

 

* მილანი 22 მატჩია არ მარცხდება სერია A-ში.

* მილანს 10 ტურში რვა მოგება აქვს. კლუბს უკეთესი შედეგი მხოლოდ 1954-55 წლების სეზონში ჰქონდა – 9 მოგება.

* მილანი 29 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. საკლუბო რეკორდი 30 მატჩს უდრის.

 

სპეცია-ლაციო    1:2

გოლები: 0:1 იმობილე (15), 0:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (33), 1:2 ნზოლა (64)

 

* ჩირო იმობილეს სერია A-ში 30 სხვადასხვა გუნდისთვის გაუტანია გოლი.

* იმობილემ სერია A-ში 141-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში დაეწია 34-ე ადგილზე მყოფ მონტელას.

* იმობილეს სერია A-ს ბოლო 13 მატჩში 11 გოლი აქვს.

 

იუვენტუსი-ტორინო    2:1

გოლები: 0:1 ნ’კულუ (9), 1:1 მაკენი (77), 2:1 ბონუჩი (89)

 

* კრიშტიანო რონალდომ პირველად ვერ გაიტანა ამ სეზონში სერია A-ს მატჩში. პორტუგალიელს ხუთ მატჩში რვა გოლი აქვს.

* ანდრეა პირლო ბოლო 26 წელიწადში პირველი დებიუტანტი მწვრთნელია, რომელსაც სერია A-ში პირველი 10 მატჩი არ წაუგია.

* ალექს ლალასისა და მაიკლ ბრედლის შემდეგ, უესტონ მაკენი მესამე ამერიკელი გახდა, ვისაც სერია A-ში გოლი გაუტანია.

 

ინტერი-ბოლონია         3:1

გოლები: 1:0 ლუკაკუ (16), 2:0 ჰაკიმი (45), 2:1 ვინატო (67), 3:1 ჰაკიმი (70)

 

* ინტერმა პირველ 10 ტურში 26 გოლი გაიტანა – პირველად 2009-10 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ მილანელებმა სკუდეტო მოიგეს.

 

კროტონე-ნაპოლი         0:4

გოლები: 0:1 ინსინიე (31), 0:2 ლოსანო (58), 0:3 დემე (76), 0:4 პეტანია (90+1)

 

* ნაპოლიმ მინიმუმ ოთხბურთიანი სხვაობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – პირველად 1957 წლის შემდეგ.

* ლორენცო ინსინიემ ამ სეზონში სამი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან დარტყმით.

 

რომა-სასუოლო 0:0

 

* რომა ზედიზედ სამი საშინაო მატჩია შინ გოლს არ უშვებს. ეს პირველად მოხდა 2019 წლის მაისის შემდეგ.

 

ვერონა-კალიარი           1:1

გოლები: 1:0 ძაკანი (21), 1:1 მარინი (48)

 

პარმა-ბენევენტო           0:0

 

გათამაშების ცხრილი

  1. მილანი – 26 ქულა (10 მატჩი)
  2. ინტერი – 21 (10)
  3. ნაპოლი – 20 (10)
  4. იუვენტუსი – 20 (10)
  5. სასუოლო – 19 (10)
  6. რომა – 18 (10)
  7. ლაციო – 17 (10)
  8. ვერონა – 16 (10)

 

ბომბარდირები

10 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

8 – ლუკაკუ (ინტერი)

8 – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

7 – ბელოტი (ტორინო)