იტალიის სერია A-ს და ესპანეთის ლა ლიგის თითო მატჩი საზღვარგარეთ ჩატარდება #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს და ესპანეთის ლა ლიგის თითო მატჩი საზღვარგარეთ ჩატარდება #1TVSPORT

იტალიის სერია A-სა და ესპანეთის ლა ლიგის თითო შეხვედრა უცხოეთში ჩატარდება, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც სკირა წერს, უეფა-მ თანხმობა განაცხადა ორივე ლიგის ინიციატივაზე. შედეგად, ლა ლიგის მატჩი გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ და „ბარსელონას“ შორის დეკემბერში მაიამიში გაიმართება, ხოლო სერია A-ს დაპირისპირება „მილანსა“ და „კომოს“ შორის – თებერვალში, ავსტრალიის ქალაქ პერტში.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სერია A-ს მატჩი იტალიის საზღვრებს გარეთ ჩატარდება, ხოლო ლა ლიგის შეხვედრა – ესპანეთის ფარგლებს მიღმა.