ფაქტები
* „იუვენტუსმა“ პირველად წააგო შინ „ემპოლისთან“.
* “იუვენტუსს” აქამდე ზედიზედ რვა მატჩი ჰქონდა მოგებული “ემპოლისთვის”.
* „იუვენტუსმა“ ბოლო 53 წელიწადში მესამედ ვერ მოიგო ჩემპიონატის პირველ ორ ტურში.
* 2006 წლის შემდეგ “ემპოლიმ” პირველად გაიტანა გოლი ტურინში. მაშინ ეს სერხიო ალმირონმა მოახერხა.
* ხუან კუადრადომ (“იუვენტუსი”) მე-300 მატჩი ჩაატარა იტალიის სერია A-ში. ამ მაჩვენებლით ის მესამე კოლუმბიელი გახდა. აქამდე ეს ზღვარი გადალახეს ივან კორდობამ (323 მატჩი) და კრისტიან საპატამ (311).
* ჩირო იმობილეს (“ლაციო”) აქამდე ჩემპიონატის საწყის ორ ტურში არასოდეს ჰქონდა გოლი გატანილი.
* ჯამპაოლო პაცინის შემდეგ ხოაკინ კორეა გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც “ინტერის” მაისურით ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.
* პეპე რეინამ საგოლე პასი გააკეთა „ლაციოსთან“ მატჩში. მეკარეს ექვსი შედეგიანი გადაცემა აქვს 2007-08 წლების სეზონიდან – ყველაზე მეტი TOP5 ქვეყნების ლიგებიდან.
უდინეზე-ვენეცია 3:0
გოლები: 1:0 პუსეტო (29), 2:0 დეულოფეუ (70), 3:0 მოლინა (90+3)
ვერონა-ინტერი 1:3
გოლები: 1:0 ილიჩი (15), 1:1 ლ. მარტინესი (47), 1:2 კორეა (83), 1:3 კორეა (90+4)
ატალანტა-ბოლონია 0:0
ლაციო-სპეცია 6:1
გოლები: 0:1 ვერდე (4), 1:1 იმობილე (5), 2:1 იმობილე (15), 3:1 იმობილე (45+2), 4:1 ფელიპე ანდერსონი (47), 5:1 ჰისაი (70), 6:1 ლუის ალბერტო (85)
ფიორენტინა-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 ნიკოლას გონსალესი (41), 2:0 ვლაჰოვიჩი (70), 2:1 ვერდი (89)
იუვენტუსი-ემპოლი 0:1
გოლი: 0:1 მანკუზო (21)
ჯენოა-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 რუისი (39), 1:1 კამბიასო (69), 1:2 პეტანია (84)
სასუოლო-სამპდორია 0:0
მილანი-კალიარი 4:1
გოლები: 1:0 ტონალი (12), 1:1 დეიოლა (15), 2:1 ლეაო (17), 3:1 ჟირუ (24), 4:1 ჟირუ (43-პენ)
სალერნიტანა-რომა 0:4
გოლები: 0:1 პელეგრინი (48), 0:2 ვერეტუ (52), 0:3 აბრაჰამი (69), 0:4 პელეგრინი (79)
გათამაშების ცხრილი
- ლაციო – 6 ქულა (2 მატჩი)
- რომა – 6 (2)
- ინტერი – 6 (2)
- მილანი – 6 (2)
- ნაპოლი – 6 (2)
- უდინეზე – 4 (2)
- სასუოლო – 4 (2)
- ბოლონია – 4 (2)
- ატალანტა – 4 (2)
ბომბარდირები
4 – იმობილე (ლაციო)
3 – ვერეტუ (რომა)