იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ კიევს პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ვეხმარებით, მაგრამ არ გავგზავნით ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად
იტალია უკრაინაში საბრძოლველად თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
„ჩვენ კიევს პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ვეხმარებით, მაგრამ ჩვენ არ გავგზავნით ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, იტალიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აუცილებელია ესკალაციის თავიდან არიდება.
„რუსეთი იღებს სერიოზულ პასუხისმგებლობას, როდესაც ომში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს რთავს“, – დასძინა ტაიანიმ.