იტალიის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კორონავირუსიანი პაციენტების რაოდენობა იკლებს
იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იკლებს – ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 482 ადამიანი დაიღუპა. 17 აპრილს იტალიაში კორონავირუსს 525 ადამიანი ემსხვერპლა.
18 აპრილის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით საერთო ჯამში 23 227 ადამიანი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის საავადმყოფოებში უკვე მე-15 დღეა, იკლებს ინტენსიური თერაპიის პაციენტების რიცხვი. ბოლო ერთ დღეში იტალიაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 3 491 შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი დღემდე „კოვიდ-19“ 175 925 ადამიანს დაუდასტურდა.
იტალიის ხელისუფლება ქვეყნის ნაწილობრივ გახსნას 4 მაისიდან გეგმავს. იტალიაში ვირუსისგან 42 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.