იტალიის ქალაქ პესკარაში ტყის ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
იტალიის ქალაქ პესკარაში ტყის ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

იტალიის ქალაქ პესკარაში ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონა დაშავდა.

იტალიის ქალაქ პესკარაში ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონა დაშავდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია, რასაც ქარი ახლავს თან.

მედიის ცნობით, ხანძარი ფიჭვის ტყეს გაუჩნდა. იტალიური მედია წერს, რომ ცეცხლი დასახლებულ ზონას უახლოვდება. ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივი ხელისუფლება თვითმფრინავითა და ორი ვერტმფრენით ცდილობს.

მანამდე ხანძარი ადრიატიკის ზღვის სანაპიროს მიუახლოვდა, რის გამოც ადგილზე მყოფი ადამიანების ნაწილი საფრთხის გამო გაიქცა. სანაპირო პალმებს ქარის მიერ ნაპერწკლების გავრცელების გამო ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონმა დახმარებისთვის დედაქალაქს მიმართა.