იტალიის პრემიერმა მოსახლეობას საშობაო არდადეგებზე სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა
იტალიის პრემიერმა მოსახლეობას საშობაო არდადეგებზე სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშობაო არდადეგებზე სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მოწოდების მიზანი პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ვირუსის გავრცელების შემცირებაა, რომელმაც ქვეყანაში 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

იტალიის სათხილამურო კურორტები ყოველწლიურად დაახლოებით 11 მილიარდ ევროს გამოიმუშავებენ, რომლის მესამედი იმ დღეებზე მოდის, როდესაც იტალიელები ჩვეულებრივ შობისა და ახალი წლის პერიოდში ალპებსა და დოლომიტზე ატარებენ. თუმცა, ქვეყნის პრემიერის თქმით, წელს შობისა და ახალი წლის გატარება სათხილამურო კურორტებზე შეუძლებელი იქნება. ქვეყნის მთავრობას ზამთრის კურორტებისთვის სპეციალური პროტოკოლი აქვს შემუშავებული, რომელიც ყოველდღიური საციგურაო ბილეთებისა და საბაგიროებზე ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას ეხება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ის 1 431 795 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 50 453 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, დიდი ბრიტანეთის შემდგომ, მეორეა ევროპის კონტინენტზე.