იტალიის პრემიერი ევროკავშირს ახალ საბიუჯეტო პროექტს წარუდგენს
იტალიის პრემიერი ევროკავშირს ახალ საბიუჯეტო პროექტს წარუდგენს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს ახალ საბიუჯეტო კანონპროექტს რამდენიმე საათში წარუდგენს. იტალიურ გაზეთ Avvenire-ის ინფორმაციით, იტალიის მთავრობა ევროკავშირის მხრიდან დისციპლინური პროცედურების თავიდან არიდებას ცდილობს.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ახალი წინადადება შესაძლოა, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას გულისხმობდეს, თუმცა გეგმის დეტალებზე დაწვრილებით არ უსაუბრია.

თავდაპირველი კანონპროექტით, იტალიის საბიუჯეტო დეფიციტი 2.4%-მდე იყო გაზრდილი მაშინ, როდესაც მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით დეფიციტი 1.8% უნდა ყოფილიყო.

იტალიის 2019 წლის საბიუჯეტო კანონპროექტი ევროკავშირმა დაბლოკა და იტალიის მთავრობას მასში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.