იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ „დიდ შვიდიანს“ რუსეთი უნდა დაემატოს
იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ „დიდ შვიდიანს“  რუსეთი უნდა დაემატოს

იტალიის პრემიერ-მინისტრი „დიდი რვიანის“ ფორმატის აღდგენის ინიციატივით გამოდის. ჯუზეპე კონტეს განცხადებით, მწვავე საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად, „დიდი შვიდიანის“ ფორმატს რუსეთი უნდა დაემატოს.

„ჩემი აზრით, „დიდი რვიანის“ აღდგენის მიმართულებით მოძრაობაა საჭირო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთიც იყოს. ეს ბევრი პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება, რომელიც ახლა დიდი სირთულეების თანხლებით წყდება“, – აღნიშნა კონტემ.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, რუსეთთან დიალოგია საჭირო.

24 ოქტომბერს, ჯუზეპე კონტე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებს გამართავს.