იტალიის ნაკრებში ჯოვინკო დააბრუნეს
იტალიის ნაკრებში ჯოვინკო დააბრუნეს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ 10 ოქტომბერს უკრაინასთან ამხანაგური მატჩისთვის და 14 ოქტომბერს პოლონეთთან ერთა ლიგის შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მთავარი მოვლენაა ორწლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ნაკრებში 31 წლის შემტევის სებასტიან ჯოვინკოს დაბრუნება.

მანჩინის რჩეულთა სია ასე გამოიყურება:

მეკარეები – სალვატორე სირიგუ (ტორინო), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მატია პერინი (იუვენტუსი), ალესიო კრანიო (კალიარი);

მცველები – ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), კრისტიანო პიჩინი (ვალენსია, ესპანეთი), ლორენცო ტონელი (სამპდორია);

ნახევარმცველები – მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ნიკოლო ბარელა (კალიარი);

თავდამსხმელები – ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (ტორონტო, MLS), სიმონე ძაძა (ტორინო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჯანლუკა კაპრარი (სამპდორია).