იტალიის ნაკრებში 18 წლის „ახალი პირლო“ გამოიძახეს
იტალიის ნაკრებში 18 წლის „ახალი პირლო“ გამოიძახეს

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც პორტუგალიასთან (ერთა ლიგა) და აშშ-სთან (ამხანაგური) მატჩებისთვის გამოიყენებს. სიაში ვერ ვხედავთ ორ ფორვარდს – მარიო ბალოტელისა და ანდრეა ბელოტის.

სამაგიეროდ, მანჩინიმ პირველად მიიწვია გუნდში სერია B-ს კლუბის, „ბრეშას“ ნახევარმცველი, 18 წლის სანდრო ტონალი, რომელსაც „ახალ პირლოს“ უწოდებენ. ასევე დებიუტანტები არიან: 23 წლის სტეფანო სენსი (“სასუოლო”) და 25 წლის ვინჩენცო გრიფო (“ჰოფენჰაიმი”).

სრულად იტალიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სალვატორე სირიგუ (ტორინო);
მცველები – კრისტიან ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო, დანიელე რუგანი (ყველა – იუვენტუსი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ალესიო რომანიოლი (მილანი);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (კალიარი), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (სასუოლო), სანდრო ტონალი (ბრეშა), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი);
ფორვარდები – დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), ვინჩენცო გრიფო (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), კევინ ლასანია (უდინეზე), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი).