იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კორონავირუსზე - სამი მეგობარი დავკარგე
იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კორონავირუსზე - სამი მეგობარი დავკარგე

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ კომენტარი გაუკეთა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

„აუცილებელია, მივიღოთ რეალობა. მე სამი მეგობარი დავკარგე. ეს დრამატული მომენტია, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის, რომლებმაც გარდაცვლილის გვერდითაც კი ვერ შეძლეს ყოფნა. ჩვენ სახლში უნდა დავრჩეთ – ეს არის ადამიანების დახმარების ერთადერთ ხერხი. მეც მყავს ნათესავები კარანტინში. ყველანი უნდა გავჩერდეთ და უკან გადავდგათ ნაბიჯი“, – დაწერა პრანდელიმ.