იტალიის ნაკრების სათამაშო ფორმა ევრო 2020-ზე ტრადიციული ფერის იქნება
იტალიის ნაკრების სათამაშო ფორმა ევრო 2020-ზე ტრადიციული ფერის იქნება

ინტერნეტში ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების საშინაო ფორმის ფოტო გავრცელდა.

მაისური ტრადიციულ ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, საყელო და სახელოებზე მანჟეტები შავი ფერის იქნება. დიზაინი მწვანე ფერის ფორმის იდენტურია, რომლითაც იტალიამ ევრო 2020-ის შესარჩევის რამდენიმე მატჩი ჩაატარა. იმ ფორმის სახელწოდება იყო – „რენესანსი”.

იტალიის ნაკრების ტექნიკური სპონსორია კომპანია „პუმა“.

ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე „სკუადრა აძურას“ მეტოქეები იქნებიან – თურქეთი, უელსი და შვეიცარია.