იტალიის ნაკრები ნატურალიზაციისთვის 12 არგენტინელს აკვირდება #1TVSPORT
იტალიის ნაკრები ნატურალიზაციისთვის 12 არგენტინელს აკვირდება #1TVSPORT

ფორვარდ მატეო რეტეგის ნატურალიზაციის შემდეგ იტალიის ნაკრებმა თავის რიგებში კიდევ რამდენიმე არგენტინელი შეიძლება მიიწვიოს.

როგორც გამოცემა Tuttosport წერს, მთავარი კანდიდატია ავსტრიული „ზალცბურგის“ ნახევარმცველი ნიკოლას კაპალდო.

ასევე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებიან მცველს, ნიკოლას ვალენტინის (ბოკა ხუნიორსი), ნახევარმცველებს – იგნასიო პუჩს (ატლეტიკო ტუკუმანი), ტომას პოცოს (ინდეპენდიენტე), ჯინო ინფანტინოს (როსარიო სენტრალი), ხუან სფორცას, ხუსტო ჯანის (ორივე – ნიუელსი), ჯანლუკა პრესტიანის (ველეს სარსფილდი), ფორვარდებს – პედრო დე ლა ვეგას (ლანუსი), ლუკას ბელტრანს (რივერ პლეიტი).

მატეო რეტეგიმ ევრო 2024-ის შესარჩევის პირველ ორ ტურში ორი გოლი გაიტანა.