იტალიის მთავრობა სპორტის სფეროში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს 600 ევროს გადაუხდის
იტალიის მთავრობა სპორტის სფეროში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს 600 ევროს გადაუხდის

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა ფინანსური დახმარების შესახებ, რომელსაც სამინისტრო სპორტის სფეროში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს გაუწევს.

„ბონუსი 600 ევროს ოდენობით სპორტული სფეროს ყველა თანამშრომელს გამოეყოფა. დღევანდელმა რთულმა დრომ გამოავლინა კრიტიკული პრობლემები, რომელიც ადამიანების ღირსებასა და მუშაობის სტაბილურობას ეხება: საკუთარ თავზე ავიღე ვალდებულება – სრული რეფორმა ჩავატარო ამ სფეროში კონტრაქტების მხრივ. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ბონუსები გაიცემა ყველა თანამშრომლისთვის, ვინც ამგვარი დახმარების მიღების სურვილი გამოთქვა,, – თქვა მინისტრმა.

როგორც სააგენტო ANSA წელს, საერთო ჯამში, 600 ევროს ოდენობის დახმარებას დაახლოებით 83 ათასი ადამიანი მიიღებს.