იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო – სერია A-ს განახლება ნაკლებად სავარაუდოა

09:30, 15.04.2020

იტალიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ სერია A-ს სეზონის განახლებაზე პროგნოზი გააკეთა.

„სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის განახლება ნაკლებად სავარაუდოა“, – მოჰყავს სილერის სიტყვები ვებგვერდ Calciomercato-ს.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ იტალიის ჩემპიონატი, შესაძლოა 2 მაისს განახლდეს, ამასთან ყველა შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

სერია A-ში ჩატარებულია 26 ტური და გათამაშების ცხრილს 63 ქულით ლიდერობს „იუვენტუსი“, რომელიც უახლოეს მდევარ „ლაციოს“ ერთი ქულით უსწრებს.

მსგავსი