იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
LONDON, ENGLAND - JUNE 01: Gabriele Gravina President of the FIGC ( Italian Football Federation ) during the match between Italy and Argentina at Wembley Stadium on June 01, 2022 in London, England. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დაკავებული თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
გრავინას გადადგომა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში იტალიის ეროვნული ნაკრების ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მარცხს მოჰყვა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მუნდიალის საგზურის გარეშე ზედიზედ მესამედ დარჩა.
როგორც იტალიური მედია წერს, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან. სავარაუდოდ, ნაკრებს დატოვებს მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც.
72 წლის გაბრიელე გრავინა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას 2018 წლიდან მართავდა.