იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ხოსეპ გუარდიოლასთან შეთანხმებას ვერ ახერხებს #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ხოსეპ გუარდიოლასთან შეთანხებას ვერ ახერხებს. დიდი ალბათობით, იტალიური ფეხბურთის მესვეურებს სხვა მწვრთნელის მოძებნა მოუწევთ, – ინფორმაცის „გაზეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.
გუარდიოლას გრძელვადიანი პროექტი წარუდგინეს, რომელიც ეროვნული გუნდის იდენტობის აღდგენასა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული. თუმცა, როგორც იუწყებიან, ესპანელ სპეციალისტს პასუხისმგებლობის მასშტაბი აფიქრებს, ვინაიდან „მანჩესტერ სიტის“ დატოვების შემდეგ პირობა დადო, რომ ოჯახთან მეტ დროს გაატარებდა.
გარდა ამისა, მხარეებს შორის არის ფინანსური აზრთა სხვადასხვაობაც. ფედერაცია მას სეზონში დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო გუარდიოლას თითქმის ორჯერ მეტი თანხის მიღება სურს.
გუარდიოლასთან შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში ანტონიო კონტეს, ანდრეა პირლოსა და რობერტო მანჩინის კანდიდატურებს განიხილავენ.
იტალიის ეროვნული გუნდი ზედიზედ სამ მუნდიალს მიღმა დარჩა – გუნდს ბოლოს ჯენარო გატუზო წვრთნიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფის შეხვედრა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დათმო.