იტალიის ეროვნულ ნაკრებს სათავეში რობერტო მანჩინი ჩაუდგება #1TVSPORT

16:21, 28.07.2026

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იქნება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის თქმით, მანჩინის კანდიდატურას მხარი ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ დაუჭირა. მან უარი თქვა მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნაზე რუსულ ბრენდთან თანამშრომლობის მიზეზით.

რომანოს ინფორმაციითვე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალი თანამდეობები დატოვეს პაოლო მალდინიმ და ლეონარდომ. მათი სურვილი იყო, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი პირლო ყოფილიყო.

მანჩინი ერთხელ უკვე წვრთნიდა იტალიის ნაკრებს, 2018-დან 2023 წლის ჩათვლით. 61 წლის სპეციალისტმა იტალიას ევრო 2020 მოაგებინა, თუმცა გუნდმა ვერ შეძლო 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.

მსგავსი