იტალიის ელჩი – რაც „თიბისის“ გარშემო ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე პოზიტიურად არ აისახება

19:13, 19.03.2019

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რომელიც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს.

„დეტალებზე რომ არ ვისაუბრო, რა თქმა უნდა, ფაქტები, რაც „თიბისის“ გარშემო ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე პოზიტიურად არ აისახება.

საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ქვეყანაში ინვესტორები და ინვესტიციები მოიზიდოს. ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.

მსგავსი