იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - იტალია ევროპის დახმარების ფონდის დამტკიცებას ივნისამდე ვერ დაელოდება
იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ლაურა კასტელი აცხადებს, რომ იტალიას არ აქვს ფუფუნება, ევროპის დახმარების ფონდის დამტკიცებას ივნისამდე დაელოდოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„გადაწყვეტილების მიღების ივნისამდე გადადება ნიშნავს, არ იცოდე, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვალს ველოდებით, ვირუსი კი არ დაგველოდება“, – განაცხადა კასტელიმ.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირი მთავრობებს „კოვიდ-19“-ის შედეგებთან გასამკლავებლად თანხებს ასესხებს, თუმცა, პროექტის წევრი ქვეყნების მიერ მისი დამტკიცება ივნისამდე არ მოხდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, კიდევ გადავადდეს.