იტალიის დამაჯერებელი გამარჯვება ანგოლასთან, ვენესუელამ კოტ დივუარს აჯობა (ვიდეო)
იტალიის დამაჯერებელი გამარჯვება ანგოლასთან, ვენესუელამ კოტ დივუარს აჯობა (ვიდეო)
ჩინეთში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში და მესამე სათამაშო დღეს ოთხმა გუნდმა უკვე გამართა საკუთარი მატჩები.
იტალიამ ტურნირზე მეორე იოლი გამარჯვება ანგოლასთან მოიპოვა. მეო საკეტის გუნდმა აფრიკელები დიდი ანგარიშით, 92-61 დაამარცხა. იტალიელებს შორის საუკეთესო 17 ქულით მარკო ბელინელი გამოდგა. 11 ქულა ერთდროულად სამმა კალათბურთელმა დააგროვა – ჯეფ ბრუკსმა, ავუდუ აბასმა და დენიელ ჰეკეტმა.
ანგოლელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 15 ქულით იანიკ მორეირა გამოდგა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ვენესუელასა და კოტ დივუარის დაპირისპირება. ვენესუელელებმა მეტოქეს დამაჯერებლად, 87-71 სძლიეს. სამხრეთამერიკელების რიგებში 31 ქულით საუკეთესო ჰეისლერ გუილენტი გამოდგა.